გზის ჩაკეტვა რიკოთის უღელტეხილზე

მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის რიკოთზე სპეციალური რეჟიმი უქმდება

გზების დეპარტამენტი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 12 ოქტომბრიდან რიკოთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი უქმდება. სპეციალური რეჟიმი გაუქმებული იქნება სამგზავრო ავტოტრანსპორტის შემთხვევაშიც და მათ დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლებათ გადაადგილება. 

სამინისტროს განცხადებით, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილების სპეციალური რეჟიმი რჩება ძალაში, თუმცა იზრდება 4 საათით. შესაბამისად, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება რიკოთზე დაშვებული იქნება ორმხრივად – 21:00 საათიდან 07:00 საათამდე. 

"იმის გათვისწინებით, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა საგრძნობლად შემცირდა, დასრულდა აღნიშნული გზის 149-ზე კმ-ზე ფერდის სტაბილიზაციის საპროექტო სამუშაოები და დაიწყო მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები, მიმდინარე წლის 12 ოქტომბრიდან რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი იცვლება". – წერია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

11 აპრილს რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა – მიზეზად გზების დეპარტამენტმა "მცირე ქვათაცვენის" გამო გზების გაწმენდის საჭიროება დაასახელა

13 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმით გაიხსნა. 

კომენტარები