რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის თავდასხმის შემდეგ ნიკოპოლის სკოლაში ნაპოვნია ოთხი ცხედარი

უკრაინის გადაუდებელი სიტუაციების სამსახური

11 ოქტომბერს რუსეთმა ნიკოპოლზე იერიში მიიტანა. დაბომბვის შედეგად ადგილობრივი სკოლა-გიმნაზია თითქმის სრულიად განადგურდა.

უკრაინელმა მაშველებმა სკოლის ნანგრევებში ოთხი ცხედარი იპოვეს. 

გარდაცვლილებს შორის არიან საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები, ერთი 72 წლის კაცი და სამი ქალი – 69, 67 და 60 წლისა. 

დაზიანებულია ორი ადამიანი, რომლებსაც მაშველებმა შესაბამისი დახმარება გაუწიეს. 

 

კომენტარები