ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

კახიძე: ჰამასის ყველა გულშემატკივარი ანტისემიტი და ბოროტების მოკავშირეა

ჰოლოკოსტი ერთ დღეში არ მომხდარა.

გულაგები ერთ დღეში არ გაშენებულა.

ბოროტებას თავისი წარმოშობის და განვითარების ეტაპები აქვს. ბოლოს კი მთავრდება ბავშვების თავების მოჭრით, გაზის კამერებით და ადამიანისგან საპნის დამზადებით.

იტალიასა და გერმანიაში გაიფურჩქნა ნაციზმი და ფაშიზმი, სოციალიზმის იდეებზე დაყრდნობით.

კომუნიზმი იმდენად პოპულარული იყო, რომ ჯორჯ ორუელს (რომელიც თვითონაც კომუნიზმს გულშემატკივრობდა, სანამ ნკვდ-ს ნახავდა ესპანეთში) ლონდონის გამომცემლობები ცხოველთა ფერმას არ უბეჭდავდნენ.

ნიუ იორკ ტაიმსი ჰოლოდომორს არ აშუქებდა, რათა სოციალისტურ ექსპერიმენტს ხელი არ შეშლოდა. რუზველტი საერთოდ საბჭოთა ქარხნების აშენებაში ეხმარებოდა სტალინს.

ასე ნელ-ნელა, წლიდან წლამდე იკრებდა ძალას ბოროტება და ბოლოს მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა.

ბოროტების ყველა მსახური ბოროტების ნაწილია. ჰამასის ყველა გულშემატკივარი ანტისემიტია და ბოროტების მოკავშირეა.

როგორც თავის დროზე ნაციზმის და კომუნიზმის მოკავშირეები იყვნენ მაშინდელი ბოროტების სასარგებლო იდიოტები.

რუსეთი, ირანი, ჩრდ კორეა და მათი საცეცები - ჰამასი, ჰესბოლა - ნკვდ-ს, კგბ-ს, გრუ-ს და ფსბ-ს საცეცები - განსხეულებული ბოროტებაა.

და ყველა მათი მხარდამჭერი: ჰამასის მომხრე ვოუქ პროგრესივი, ბელი ლებედის გულაგის დარაჯი, გებელსის აგიტ-პროპის მესენჯერი - ასევე ბოროტებაა.

ბავშვების მოჭრილ თავებზე თვალის დამხუჭველი.

მათზე რომ იყოს დამოკიდებული, ჰამასს მისცემენ ისრაელის განადგურების საშუალებას და მერე იტყვიან - აბა რა ეგონათო.

როგორც კოლექტივიზაციას უჭერდნენ მხარს, არისტოკრატიის და ეკლესიის განადგურებას, კერძო საკუთრების მოსპობას, ასი ათასობით ადამიანის დახვრეტას, შიმშილით დახოცვას და ანგლო ამერიკული იმპერიალიზმისკენ იშვერდნენ თითს - ეგრე ისინიც ავრცელებენ თავიანთ (ადამიანურ და დემოკრატიულ) წყობილებასო.

იგივე მეთოდით ამართლებდნენ ებრაელების ხოცვას - ეგენი ჩამოსულები არიან, ეგენი ქრისტეს მტრები არიან, მაგათ ფული აქვთ და არ გვაძლევენ იაფად… - რა დალევს ებრაელების გაჟლეტის არგუმენტებს.

მადლობა ღმერთს, იმდენი ძალა გვაქვს ლიბერალურ დემოკრატიულ სამყაროს, რომ არ გავამარჯვებინოთ ბოროტებას.

ნუ იქნებით ბოროტების მხარეს, ნუ იქნებით სასარგებლო იდიოტების როლში. 

მხარდაჭერა ისრაელს და ადამიანობას! 

ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია! 

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ოთო კახიძე ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის მიმდინარე მოვლენებს საკუთარ Facebook გვერდზე გამოეხმაურა.

კომენტარები