კახეთში, დედოფლისწყაროში უბედურ შემთხვევას შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, კაცი ტრაქტორიდან გადმოვარდა, სპეცტექნიკამ ქვეშ მოიყოლა და სხეულზე გადაუარა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის კუთვნილ ნაგავსაყრელზე მოხდა. არსებული ცნობით, მამაკაცი ამავე კომპანიის თანამშრომელი იყო.
დამატებითი დეტალებისთვის ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყებისგან პასუხს ელოდება.