რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: თუ უკრაინა დამარცხდება, ეს ევროპის დასასრული იქნება

REUTERS/Amr Alfiky

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, თუ უკრაინა დამარცხდება, ეს ევროპის დასასრული იქნება. ამის შესახებ კულებამ Forbes-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"ევროპისთვის ეს ეგზისტენციალური ომია. ევროპელები ხვდებიან, რომ ეს მათაც ეხებათ. მათ არ შეუძლიათ, საკუთარ თავს მისცენ იმის უფლება, რომ არ გაიმარჯვონ ამ ომში უკრაინასთან ერთად. თუ უკრაინა დამარცხდება, ეს ევროპის დასასრული იქნება". - თქვა დმიტრო კულებამ.

ამავდროულად, კულებამ აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ დროებით ბიუჯტში უკრაინის დახმარების არ გათვალისწინებაზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტად მოახლოვდება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, უკრაინას მით მეტი სირთულე ელოდება.

"არჩევნებს საკუთარი ლოგიკა აქვს, პოლიტიკური ბრძოლა ინტენსიური გახდება და აშშ-ში არსებობენ ძალები, რომელთაც სურთ, რომ უკრაინის საკითხი იყოს ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო კამპანიის პერიოდში". - თქვა კულებამ.

კომენტარები