დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

12 და 16 წლის შვილებს ტელეფონით ვესაუბრებოდი, როცა ტერორისტებმა გაიტაცეს - ისრაელელი დედა

დილით, 06:30-ზე ჩვენ ყველამ გავიღვიძეთ, მე ჩემს შვილებს ტელეფონით ველაპარაკებოდი, რადგან მათთან არ ვიყავი. ისინი ცალკე, უსაფრთხოების ოთახში იმალებოდნენ. როცა ბავშვებს გარედან სროლის ხმები ესმოდათ, შეტყობინებები მომივიდა, რომ ტერორისტებს ადგილობრივების სახლში შესვლა დაეწყოთ. 

სწორედ ამ დროს ჩემმა შვილებმა მითხრეს რომ კართან ვიღაცები იყვნენ და ოთახში შესვლას ცდილობდნენ.  Მე მათ  ვუთხარი, რომ ჩუმად ყოფილიყვნენ, არ ეხმაურათ და უსაფრთხოების ოთახში დარჩენილიყვნენ. ვუთხარი კარი ჩაეკეტათ, მაგრამ რეალურად კარი არ იკეტებოდა ისე, როგორც საჭიროა. ვინ იფიქრებდა, რომ ტერორისტები ქუჩაში დაიწყებდნენ სიარულს. 

ცოტახნის შემდეგ ტერორისტების არაბული ლაპარაკი მომესმა, ისინი ბავშვებს ელაპარაკებოდნენ. ჩემი შვილები ძალიან ახალგაზრდები არიან ამ ყველაფრის გამოსაცდელად. ერთი 12-ის, ხოლო მეორე 16 წლის არის. 

ამის შემდეგ ბავშვებისაგან აღარაფერი გამიგია. ეს ყველაფერი ძალიან რთული მოსასმენი იყო ჩემთვის. 

ტერორისტებმა ძალიან პატარა, 2 და 5 წლის უდანაშაულო ბავშვები აიყვანეს მძევლად. მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ, თავისთვის ეძინათ. 

ვერ გადმოვცემ რას ვგრძნობ, ამას ვერ აღვწერ, მე არ ვიცი ჩემი შვილები რას სვამენ, რას ჭამენ, არ ვიცი ისინი ერთად არიან თუ ერთმანეთს დააშორეს, არ ვიცი ტერორისტები აწამებენ თუ არა მათ, არაფერი ვიცი. 

ისრაელელი ქალი, რომლის ვინაობა მისივე უსაფრთხოებისთვის უცნობია, CNN-ს უყვება თუ როგორ გაიტაცეს ტერორისტებმა მისი შვილები, მაშინ როდესაც მათ ტელეფონზე ელაპარაკებოდა.

კომენტარები