დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

პალესტინის ცნობით, ისრაელის საპასუხო შეტევას ღაზაში 256 პალესტინელი ემსხვერპლა

ვატან თაუერი, ღაზა. 2023 წლის ოქტომბერი
Mohammed Salem/Reuters

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჰამასის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ისრაელის კონტრშეტევის შედეგად, დაღუპული პალესტინელების რაოდენობა 256-მდე გაიზარდა. მათი ინფორმაციით, აქედან 20 ბავშვია.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 1788 პალესტინელი, მათ შორის 121 ბავშვი. 

განახლებული ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან ჰამასის სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმებს ისრაელის 350-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა.

მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით რადიკალურმა დაჯგუფებებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.
ჰამასის ტერორისტებმა ტყვედ აიყვანეს ისრაელის თავდაცვის ძალების მოსამსახურეები და მოქალაქეები, ზოგი კი დახოცეს. გაიტაცეს მოკლული ჯარისკაცების ცხედრები.

კომენტარები