დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

Nati Shohat/Flash90

ისრაელის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანთმა გამოაცხადა.

ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების მიერ ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით რადიკალურმა დაჯგუფებებმა ასობით რაკეტა ისროლეს. 

ღაზის სექტორიდან ჰამასის სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმებს ისრაელის 200-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა. ტერორისტების ხელში კვლავ რჩებიან მძევლები. 

კომენტარები