დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელის საელჩო: ჩვენ ძლიერები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის დასაცავად

"დილის 6:30 ისრაელზე შეტევა ხორციელდება. რამდენიმე საათის განმავლობაში 2200-მდე რაკეტა და ჭურვია გამიზნულად გასროლილი ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით მათ მოსაკლავად.

ამ იერიშმა 4 მილიონ ისრაელელს აიძულა თავშესაფრებს და დაცულ ოთახებს შეფარებოდნენ.

სამხრეთში, რამდენიმე ებრაულ დასახლებაზე ბარბაროსული თავდასხმები განხორციელდა ტერორისტული ჰამასის მიერ.

ოჯახები, პატარა ბავშვებითა და მოხუცებით, თავიანთ სახლებში არიან დახოცილნი. ძნელია ასეთი სასტიკი სიმხდალის წარმოდგენა.

ახლაც კი, ისრაელელები მძევლად არიან აყვანილნი და ზოგიც ღაზაშია გადაყვანილი.

ჩვენ ვგლოვობთ 100-ზე მეტ ადამიანს, რომელიც სასტიკადაა მოკლული და იმედი გვაქვს 900-ზე მეტი დაჭრილი ისრაელელის სწრაფი გამოჯანმრთელების. კვლავ ვლოცულობთ, რომ დაკარგული ადამიანები უსაფრთხოდ იყვნენ.

ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა წამოიწყო ეს საშინელი და ბარბაროსული თავდასხმები.

ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ძლიერები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის დასაცავად.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც მთელი დღის განმავლობაში მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატა ჩვენს მიმართ."

წერს ისრაელის საელჩო საქართველოში. მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით რადიკალურმა დაჯგუფებებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

კომენტარები