კარვების კანონი

მდინარაძის თქმით, კობახიძის სიტყვები, რომ პრეზიდენტს კანონპროექტს არ გაუგზავნიან, ხუმრობაა

მთავარი არხი

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, "ერთი მარტივი, ნახევარსაათიანი ხუმრობით მთლიანად ჩამოიშალა ოპოზიცია"- ამ სიტყვებით ეხმაურება იგი კობახიძის კომენტართან დაკავშრებულ აჟიოტაჟს.

ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა შეკრება-მანიფესტაციის კანონში შეტანილი ცვლილებების ძალაში შესვლის შესახებ და თქვა, რომ კანონ-პროექტი პრეზიდენტს არ გადაეგზავნება.მდინარაძის თქმით, კი პარტიის თავმჯდომარემ იხუმრა და კანონ-პროექტი უკვე გადაგზავნილია პრეზიდენტთან.

"რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა ოპოზიცია, პრეზიდენტი, მისი წარმომადგენლები სამი დღის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლო პროცესზე, ერთი ანალოგიური განცხადება ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული და ჩამოიქცა სოციალური ქსელები და სერიოზული კომენტარები აკეთეს. ასეთი მარტივი მხილება, პირადად მე შეუძლებელი მეგონა. ერთი მარტივი ხუმრობით მათი განსწავლულობა, კვალიფიკაციაც, აღქმაც ყველაფერი ეჭვის ქვეშ დადგა დადგა და გარდა ამისა, სერიოზულად დაიწყეს მტკიცება, სანამ არ დარეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და არ გაარკვიეს, რომ კანონპროექტი უკვე გადაგზავნილია. რომ ნახეს, რომ გადაგზავნილია, ამის შემდეგ მოეგნენ გონს და მიხვდნენ, რომ იმავეზე აღშფოთდნენ და გადაირვინენ, რასაც წინაპერიოდის განმავლობაში ამტკიცებდნენ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ."- თქვა მდინარაძემ

კომენტარები