ვფიქრობ, რომ ეს განცხადება უადგილოა. ვინაიდან, საქმე საქართველოს კონსტიტუციასა და კანონის უზენაესობას ეხება. როცა კანონის უზენაესობაზე ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, უზენაესი კანონი, ანუ კონსტიტუცია იგულისხმება. თუ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ჩვენ საერთო ევროპული ღირებულებები გვაქვს, საერთოში სწორედ იმას ვგულისხმობთ, რომ ჩვენთვის საერთო კანონის უზენაესობაა. აქ არ არსებობს პირველ და მეორეხარისხოვანი ქვეყნები - ქვეყნები, სადაც კანონის უზენაესობასა და კონსტიტუციას მნიშვნელობა აქვს და ქვეყნები, სადაც, შეიძლება, კონსტიტუცია მეორეხარისხოვანი იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ საკითხს არა პოლიტიკური კინკლაობითა და დებატებით ვწყვეტთ, არამედ, სასამართლოს მივმართავთ [...] ვფიქრობ, ასეთი ტიპის განცხადებები პირიქით, საქართველოს პრეზიდენტს ხელს უწყობს, რომ ის საკუთარ კონსტიტუციის დარღვევაში რაღაცნაირად გაჯიუტდეს და პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდეს. უცხოელ აქტორებს მოვუწოდებ, მასპინძელი ქვეყნის კონსტიტუციას პატივი სცენ.
tbl.ge/6jd3
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას. ჰერჩინსკიმ თქვა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი ერთ-ერთ მთავარ პუნქტს, დეპოლარიზაციას ხელს არ უწყობს.
ქართული ოცნებაშალვა პაპუაშვილიპაველ ჰერჩინსკიპრეზიდენტის იმპიჩმენტისაქართველო-ევროკავშირისაქართველო-EU
ამავე თემაზე
- კირცხალია: ღიმილისმომგვრელია, შევედაროთ ნებისმიერ სხვა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას
- დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებას შეეხება - ევროკომისიის სპიკერი დიალოგზე
- ტექნიკური ხასიათის შეხვედრაა და არა პოლიტიკური - პაპუაშვილი ევროკომისიასთან დიალოგზე
- 11 ივნისს საქართველოსა და ევროკომისიას შორის დიალოგის 1-ელი შეხვედრა გაიმართება - საგარეო
- ლავროვი: საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია




