მე მინდა ივანიშვილ-ღარიბაშვილ-კობახიძის დაჯგუფებას ვუთხრა - რა მოგვიტანა თქვენმა მოღალატეობრივმა პოლიტიკამ? რა მოუტანა საქართველოს თქვენმა კუდის ქიცინმა რუსეთის ფედერაციასთან? ერთი მხრივ, ლავროვი ტაშს გიკრავთ, მეორე მხრივ სამხედრო ბაზებს გიხსნით, მესამე, რომ ამაზეც დუმხართ და ჩვენი ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ, დასაცავად, არაფერ განცხადებას, არაფერ ქმედებას არ აკეთებთ. გეკითხებით, ამის ასე გატარებას აპირებთ? ჩვენი ეროვნული ინტერესები არის უზარმაზარი საფრთხის წინაშე. ანექსიის პროცესს იწყებს რუსეთის ფედერაცია სამხედრო ბაზის გახსნით ოჩამჩირეში. რას პასუხობთ შეგიძლიათ გვითხრათ?
tbl.ge/6jb7
დაკოპირდა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე მიმართავს ხელისუფლებას ოჩამჩირეში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის განთავსებაზე.
ამავე თემაზე
- აფხაზეთი უცხო ქვეყნებში ფრენების დაწყებას განიხილავს - ე.წ. პრეზიდენტი
- მარიონეტული აფხაზეთის ყოფილი საგარეო მინისტრი პუტინის ადმინისტრაციაში დასაქმდა – РБК
- აფხაზეთი რუსული ელექტრონოერგიის მიღებას აჩერებს და ენგურჰესის გამომუშავებაზე გადადის
- ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების განგაში გამოაცხადეს




