ევროკავშირი-უკრაინა

ბორელი: უკრაინის მხარდაჭერის კუთხით ევროპა აშშ-ს ვერ ჩაანაცვლებს

REUTERS/Piroschka van de Wouw/File Photo      

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ უკრაინის მხარდაჭერის კუთხით ევროპა აშშ-ს ვერ ჩაანაცვლებს. ამის შესახებ მან ესპანეთში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ისაუბრა

"უკრაინას სჭირდება ევროკავშირის მხარდაჭერა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გვექნება და გავზრდით, მაგრამ ასევე უკრაინას სჭირდება ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება. იმედი მაქვს, უკრაინელები იმედოვნებენ და ვფიქრობ, რომ ყველას, ვისაც არ სურს, რომ პუტინმა მოიგოს ეს ომი, რომ მოიძებნება გზები, აშშ-მ გადახედოს ამ საკითხს და გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა". - თქვა ბორელმა.

გარდა ამისა, როგორც ბორელმა აღნიშნა მართალია, ევროპა აშშ-ს უკრაინის დახმარების კუთხით ვერ შეცვლის, თუმცა, ევროპული ქვეყნები უკრაინისთვის გაწეული დახმარების გაზრდას გეგმავენ.

"ევროპა ზრდის უკრაინის მხარდაჭერას, არსებობს შეთავაზება, რომ უკრაინას გადაეცეს 50 მილიარდი ევრო სამოქალაქო და ეკონომიკური საჭიროებებისთვის და 20 მილიარდის გამოყოფის შესახებ სამხედრო მხარდაჭერისთვის". - აღნიშნა ბორელმა.

კომენტარები