ვლადიმირ პუტინი

პუტინი: ჩვენ ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს ევროპაში

ვლადიმირ პუტინი
Гавриил Григоров / AFP / Scanpix / LETA

4 ოქტომბერს ვლადიმირ პუტინი საგანმანათლებლო ცენტრ სირიუსში გამართულ საერთაშორისო ფინანსურ ოლიმპიადას დაესწრო. 

ღონისძიების ფარგლებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი გაესაუბრა ოლიმპიადის ფინალისტებსა და ორგანიზატორებს. საუბრისას პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთს ევროპაში არაერთ მეგობარი და თანამოაზრე ჰყავს. 

"იცით, ჩვენი ევროპაში ბევრი მეგობარი გვყავს, იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც თვლიან, რომ ტრადიციული ოჯახური ფასეულობები გაქრა ძალიან აგრესიულად იქცევიან, განსაკუთრებით ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში. ამავდროულად ევროპულ ქვეყნებში იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ჩვენს შეხედულებებს იზიარებენ ძალიან მაღალია. ისინი უბრალოდ ჩუმად არიან და საკუთარ პოზიციას სხვებს თავზე არ ახვევენ". – თქვა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე სურვილი გამოთქვა, რომ ფინანსური ოლიმპიადა უფრო გაფართოვდეს, გაცდეს ქვეყნის ფარგლებს და შემოიკრიბოს თანამოაზრეები ევროპიდან.

კომენტარები