ჩინეთი-უკრაინა

უკრაინამ სამი ჩინური კომპანია “ომის საერთაშორისო სპონსორების” სიაში შეიყვანა

სინოპეკის ტექნიკოსები ჩინეთის ჩონგცინგის სადგურზე ბუნებრივი აირის აღჭურვილობას ამოწმებენ. სინოპეკი ერთ-ერთი ჩინური ნავთობისა და ბუნებრივი აირის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც უკრაინის მიერ რუსეთთან თანამშრომლობის გამო არის დასანქცირებული.

უკრაინამ ჩინეთის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი სამი უმსხვილესი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მწარმოებელი კომპანია “ომის საერთაშორისო სპონსორების” სიაში შეიყვანა

უკრაინამ Sinopec Group, CNOOC Group და CNPC სიაში სამშაბათს შეიყვანა.

აღნიშნულ სიას უკრაინა იმ ბიზნესებზე ზეწოლისთვის იყენებს, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობაში შეიმჩნევიან.

ჩამოთვლილი კომპანიები უკრაინამ რუსეთში გადასახადების გადახდაში, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე ახალი პროექტების დაწყებასა და დიდი რაოდენობით რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის შესყიდვაში ამხილა. 

ჩამოთვლილ სამ ჩინურ კომპანიას უკრაინის ქმედებებთან დაკავშირებით ჯერ განცხადება არ გაუკეთებია.

“ომის საერთაშორისო სპონსორების” სიაში ყოფნას ოფიციალური ქმედებები არ მოჰყვება, თუმცა ბანკებმა და სადაზღვევო კომპანიებმა შესაძლოა აღნიშნული სიით რისკების შეფასებისთვის იხელმძღვანელონ.

უკრაინამ 29 სექტემბერს უნგრული ბანკი “OTP” ზემოხსენებული სიიდან ამოიღო, რომელიც სიაში მაისის თვიდან მოყოლებული იმყოფებოდა. ეს გადაწყვეტილება უნგრეთის მიერ უკრაინისადმი ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 500 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების დაბლოკვის გადაწყვეტილებას უკავშირდება, თუმცა ბუდაპეშტის თქმით უკრაინის ამ გადაწყვეტილებას უნგრეთისთვის არაფერი შეუცვლია. 

კომენტარები