სუდანის ომი

ევროკავშირი სუდანის სამოქალაქო ომის ძირითად ფიგურებს სანქციებს დაუწესებს

Reuters

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და ელჩები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იმუშავებენ სუდანის სამოქალაქო ომის ძირითადი ფიგურებისთვის სანქციების შემუშავებისთვის. სავარაუდოდ, დაწესებული სანქციები მოიცავს მოგზაურობის შეზღუდვას და ანგარიშების გაყინვას. 

სამოქალაქო ომი სუდანში 2023 წლის აპრილში დაიწყო გენერალ აბდელ ფატა ალ-ბუჰრანის მეთაურობით სუდანის არმიასა და გენერალ მოჰამედ ჰამდან დაგალოს ლიდერობით შეიარაღებულ მოძრაობას შორის. 

მრავალი საერთაშორისო აქტორის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტისთვის მედიაციის მიუხედავად, ომი არ შეჩერებულა და შეიარაღებული პირების მხრიდან მასობრივი ძალადობის შემთხვევები მთელ სუდანში გავრცელდა. 2023 წლის აპრილში დაწყებული ომის გამო 5 მილიონამდე ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა და ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისი ჩამოყალიბდა. 

8 ოქტომბერს დაიწყება ერთობლივი მუშაობა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის, რათა ჩამოაყალიბონ იმ პირების სია, რომელზეც დაკისრებული სანქციები გავრცელდება. 

კომენტარები