იტალია

ვენეციის მახლობლად, ესტაკადიდან ავტობუსის გადავარდნას, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა

ვენეციის მახლობლად ესტაკადიდან ავტობუსის გადავარდნას, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 18 ადამიანი, მათ შორის 5-ის მდგომარეობა მძიმეა. 

არსებული ინფორმაციით, ავტობუსმა გაარღვია სპეციალური ბარიერი და რკინიგზასთან ახლოს დაეცა, რა დროსაც მას ცეცხლი გაუჩნდა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია, ასევე, ხუთი უკრაინის და ერთი გერმანიის მოქალაქე.

ვენეციის მერმა, ლუიჯი ბრუგნარომ მომხდარს "უზარმაზარი ტრაგედია" უწოდა. 

"აპოკალიპტური სცენაა, სიტყვები არ მყოფნის". – წერს ბრუგნარო სოციალურ ქსელში.

ავტობუსის მიზანი ტურისტების ბანაკიდან ქალაქ ვენეციაში გადაყვანა იყო. ტრაგედია დატრიალდა საღამოს, დაახლოებით 19:45 საათზე, როდესაც ტურისტებით სავსე ავტობუსი ვენეციიდან ბრუნდებოდა.

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის, მატეო პიანტედოსის თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. ტრაგედიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მაშველები ადგილზე აგრძელებენ მუშაობას. 

კომენტარები