ინფლაცია საქართველოში

ყველაზე მეტად სასტუმრო-კაფე-რესტორნები და თამბაქო-ალკოჰოლი გაძვირდა, წლიური ინფლაცია 0.7%-ია

retaildetail.eu

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.6%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 0.4%-ით გაიზარდა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე კი - 5.6%-ით. განათლება - 4.9%-ით გაძვირდა, საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია და აირი 5.1%-ით, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები კი, 7%-ით.

საქსტატის ცნობით, ერთ წელში ფასი ყველაზე მეტად დასვენება-გართობა- კულტურაზე (- 4.8%), ტრანსპორტზე (-4.3%) და ჯანდაცვაზე (-4.7%) შემცირდა. ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა 0.7%-ით გაიაფდა, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 1.5%-ით.

კომენტარები