ეს განცხადებები, რომლებიც ჩვენ და სუს-მა გავავრცელეთ, არის პრევენციული ხასიათის, გამაფრთხილებელი განცხადებები კონკრეტული მტკიცებულებების სახით, ასე რომ კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ყველას, რომ მაქსიმალური გონიერება გამოიჩინონ, ნუ მისცემენ უფლებას დესტრუქციულ ძალებს, გამოაყენებინონ თავი, გვახსოვს მარტის მოვლენები, როგორ გამოიყენეს სტუდენტები და შემდეგ როგორ მიატოვეს, რა თქმა უნდა, ასეც მოხდება, ასროლინეს მოლოტოვი კოქტეილები პოლიციელებზე, ეს ყველაფერი არის მათი დაგეგმილი ბინძური ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი გეგმები, ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებით და ამას არ დავუშვებთ. ყველა იქნება მაქსიმალური სიმკაცრით დასჯილი, ვინც ანტიახელმწიფოებრივ გეგმებს მოიყვანს მოქმედებაში.
tbl.ge/6j20
დაკოპირდა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სერბული ორგანიზაცია CANVAS-ის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე. სუს-ის მტკიცებით, CANVAS-ის წევრები 4 დღის განმავლობაში თბილისში ატარებდნენ მასტერკლასებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, თუ "როგორ დაამხონ ხელისუფლება, როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას და მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება".
ამავე თემაზე
- ინფორმაცია გვქონდა სანდო წყაროდან მოპოვებული — სუს-ის უფროსი ტრენინგზე
- ვაწაძე: სუს-ი ტრენინგზე დასწრების მიზეზით დაკითხვაზე მიბარებს
- ე.წ გადატრიალების საქმის ფარგლებში სუს-მა გამოკითხვაზე ფორმულას ფოტოგრაფიც დაიბარა
- კობახიძე: პოლიციას შეეძლება შეაფასოს, კარავი როდის უნდა გაიშალოს და როდის არა
- ჰერჩინსკი "კარვების კანონზე": EU მკაფიოდ უჭერს მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას