ე.წ. გადატრიალების საქმე

პრემიერი: იმედია, სათანადო ახსნა-განმარტებას მოვისმენთ USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან

მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ სათანადო გამჭვირვალე ახსნა-განმარტებას მოვისმენთ USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან, ვინაიდან დაფიქსირდა, რომ მათი მოწვევით და დაფინანსებით იყვნენ ჩამოსული ეს ადამიანები, ეს სამწუხარო ფაქტია, თუმცა, დაველოდებით მათ ოფიციალურ განმარტებას, USAID-თან გვაქვს მრავალწლიანი თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით, ამიტომ, სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხდება

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სუს-ის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, სერბეთის მოქალაქეები თბილისში ატარებდნენ მასტერკლასებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, თუ "როგორ დაამხონ ხელისუფლება, როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას და მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება". სუს-ის ინფორმაციით, სერბული ორგანიზაცია CANVAS-ის წევრები საქართველოში USAID-ის პროგრამის ფარგლებში 2023 წლის 25 სექტემბერს ჩამოვიდნენ.

კომენტარები