საფრანგეთი

საფრანგეთის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში მაკრონს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სურს

 YOAN VALAT / AFP

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, სურს, რომ საფრანგეთის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებაში საპარლამენტო კომიტეტს ხელოვნური ინტელექტი დაეხმაროს. მაკრონის თქმით, ხელოვნური ინტელექტის უახლესი ტექნოლოგიები შესაძლებლობაა, რომ რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფების პოზიციები თანამედროვე ტექნოლოგიებმა შეაჯეროს. 

სამინისტოთაშორის კომიტეტს საფრანგეთის პრემიერმინისტრი ელიზაბეთ ბორნი ხელმძღვანელობს. კომიტეტმა ექვს თვეში საფრანგეთის პარლამენტს უნდა წარუდგინოს კონკრეტული შეთავაზებები საფრანგეთის ეროვნული სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად. 

საფრანგეთის პარლამენტმა ამ საკონსტიტუციო შეთავაზებებთან ერთად უნდა ასევე უნდა განიხილოს კორსიკისთვის ავტონომიის მინიჭების კანონპროექტიც. 

კომენტარები