ესპანეთი

ესპანეთში ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქ მურსიაში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

ქალაქის ერთ-ერთ პოპულარულ ღამის კლუბ Teatre-ში ხანძარი დილით, დაახლოებით 06:00 საათზე გაჩნდა.

მაშველები ამ დროისთვის ეძებენ დაკარგულ ადამიანებს, რომლებიც ცეცხლის გაჩენის დროს კლუბში იმყოფებოდნენ. საავადმყოფოში ოთხი ადამიანია გადაყვანილი.

კომენტარები