ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხაბეიშვილი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსული რეჟიმი გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში

ორი წელი გავიდა რაც სააკაშვილი ტყვეობაში ჰყავთ და აშშ-მ უკვე ღიად თქვა, რომ ფეესბეს აგენტის, რუსეთის აგენტის შეთითხნილია ეს საქმე. ვგულისხმობ ფარცხალაძეს. ეს უკვე ხელმოწერილი დოკუმენტია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.

ასევე, პრეზიდენტი სააკაშვილი გასამართლებულია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც ასევე დასანქცირებულები არიან კორუფციის გამო და ესეთი ოთხი მოსამართლეა საქართველოში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა 11 წლის თავზე უკვე კარგად, ღიად, ჩამოყალიბებულად იგრძნო რუსული რეჟიმის ბოროტება საკუთარ თავზე და დღეს ვართ ქუთაისში და ჩემს უკან არის პარლამენტი, რომელიც არის მონუმენტი ბოროტების, თუ როგორ შეიძლება გაანადგურო შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. თუ როგორ შეიძლება გაანადგურო ერთი კონკრეტული ქალაქი.

მაგრამ მარტივი რამე მინდა ვიკითხო. ქუთაისის პარლამენტი აშენებულია ნაციონალური მოძრაობის, მიხეილ სააკაშვილის მიერ, გელათმა რა დაუშავა ბიძინა ივანიშვილს? როცა ჩვენს ეროვნულ სიმდიდრეს, კულტურულ მემკვიდრეობას, პირდაპირი მნიშვნელობით ჯალათეას, თეა წულუკიანის ხელით ანგრევს ბიძინა ივანიშვილი. ბაგრატმა რა დაუშავა, რომელსაც ასევე მძიმე მდგომარეობაში აგდებს ბიძინა ივანიშვილი. ან ქუთაისელებმა, რომლებიც, ასი ათასობით ქუთაისელი არის ემიგრაციაში, მიტოვებული ჰყავთ საკუთარი შვილები, ოჯახის წევრები და ლუკმა-პურის  საშოვნად არიან წასულები საზღვარგარეთ. ასევე, წყალტუბოსთან დაკავშირებით, რომელიც ასევე გავერანებულია და განადგურებულია, ფაქტობრივად იქაურობა. აღარაფერს არ ტოვებს ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნიდან და ბოლომდე ცდილობს, რომ გაანადგუროს.


თუმცა, მინდა საზოგადოებას ვუთხრა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსული რეჟიმი გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში და მნიშვნელოვანია, რომ, დიახ, ქუთაისი იქნება მთავარი ქალაქი საქართველოში და დიახ, საქართველოს პარლამენტი დაბრუნდება ქუთაისში. დიახ, ათასობით ემიგრანტი უნდა დაბრუნდეს ქუთაისში, დიახ, აუცილებელია წყალტუბო განვითარება. დიახ, უმნიშვნელოვანესია, რომ პუტინის ტყვე, პრეზიდენტი სააკაშვილი იყოს, თავისუფალი და დიახ, ევროკავშირისკენ  უნდა ვიაროთ სწრაფად. თუმცა, ბოროტება, რომელსაც სახელად ჰქვია ბიძინა ივანიშვილი და 11 წელია ძარცვავს ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ ერთად, აუცილებლად უნდა დავასრულოთ.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ქართული ოცნების მმართველობის 11 წლის თავთან დაკავშირებით.

კომენტარები