უკრაინა-უნგრეთი

უკრაინის პასუხი ორბანს: შეგახსენებთ, რომ უკრაინას თავისი საზღვრები არ შეუცვლია

UNIAN

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის სიტყვებს უპასუხა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

"მოხარულები ვართ, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრი შეწუხებულია უკრაინის ევროკავშირში ევროკავშირში გაწევრიანების თემით. ჩვენ მას შევახსენებთ, რომ უკრაინას თავისი ტერიტორიის საზღვრები არ შეუცვლია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში" - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ მას არ წარმოუდგენია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება მანამ, სანამ ომი მიმდინარეობს. ორბანმა დაამატა, რომ სანამ ომი არ დასრულდება მათ არ ეცოდინებათ უკრაინის ზუსტი საზღვრები და ამ პარამეტრების ცოდნის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის ევროკავშირში მიღება. 

კომენტარები