Edison Research-ის კვლევა

Edison Research: 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში, 78% რჩეულ პარტიას მისცემს ხმას

adf.org.au

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე, "თუ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დანამდვილებით 5%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება, თქვენ:" პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ბარიერის გადალახვის დაბალი შანსის მიუხედავად, რჩეულ პარტიას მივცემდი ხმას - 78%;
  • ხმას მივცემდი ისეთ პარტიას, რომელსაც ბარიერის გადალახვის მეტი შანსი აქვს - 16%;
  • საერთოდ არ მივცემდი ხმას - 6%.

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 69% საკუთარ პოლიტიკურ არჩევანში დარწმუნებულია.

კითხვაზე, "რამდენად დარწმუნებული ხართ თქვენს არჩევანში", პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ყველა ამომრჩეველი - დარწმუნებული 69%, შეიძლება შევიცვალო აზრი 31%;
  • ქართული ოცნება - დარწმუნებული 84%, შეიძლება შევიცვალო აზრი 16%;
  • გამარჯვების პლატფორმა - დარწმუნებული 79%, შეიძლება შევიცვალო აზრი 21%;
  • საქართველოსთვის - დარწმუნებულია 58%, შეიძლება შევიცვალო აზრი 42%;
  • გირჩი მეტი თავისუფლება, დროა - დარწმუნებულია 46%, შეიძლება შევიცვალო აზრი 54%;
  • ლელო - დარწმუნებულია 55%, შეიძლება შევიცვალო აზრი 45%;
  • სხვა პარტიები - დარწმუნებულია 46%, შეიძლება შევიცვალო აზრი 54%.

ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. 

საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.

კომენტარები