Edison Research-ის კვლევა

მოსახლეობის 83% საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს - Edison Research

Edison Research-ის კვლევით, მოსახლეობის 83% საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს, 17% კი ამის წინააღმდეგია. კვლევა ორგანიზაციამ ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ჩაატარა.

ფორმულას ცნობით, კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

კვლევის შედეგების ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.

კომენტარები