პუტინის რუსეთი

ვლადიმირ პუტინმა ხელფასი 5.5%-ით გაიზარდა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მაღალჩინოსნებს ხელფასი 5.5%-ით გაეზრდებათ

"სოციალური გარანტიების უზრუნველსაყოფად, ვბრძანებ 2023 წლის 1 ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციის საჯარო თანამდებობის პირებს გაეზარდოთ ხელფასი". – წერია ბრძანებაში.

პირებს შორის ვისაც ხელფასი გაეზრდებათ არიან თავად ვლადიმირ პუტინი, პრემიერმინისტრი მიხაილ მიშუსტინი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი.

ცალკე ბრძანებებით ხელფასები გაეზარდათ გენერალურ პროკურორსა და საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს.

2023 წლის დეკლარაციის მიხედვით ვლადიმირ პუტინის ხელფასი 10.2 მილიონ რუბლს ($105 000) შეადგენს. თუმცა დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების გამოძიებების შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ ვლადიმირ პუტინის ქონება რამდენიმე ათეულ მილიარდს შეადგენს.

2024 წლის ფედერალური ბიუჯეტის შემოსავალი 35 ტრილიონ რუბლს შეადგენს, ხოლო გაწერილი ხარჯი 36.6 ტრილიონია, შესაბამისად მომავალ წელს რუსეთის ბიუჯეტში 1.6 ტრილიონი რუბლის გარღვევაა.

კომენტარები