ეს მისი პერსონალური გადაწყვეტილებაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მნიშვნელოვანია, ყველამ გააცნობიეროს, რომ პირადი ამბიციებისა და წყენების გამო, არ შეიძლება მთავარი მიზნისგან გადახვევა, რაც არის საქართველოს ევროპული მომავალი და რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა. ამიტომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ აბსოლუტურად ყველასთან ვსაუბრობთ იმისთვის, რომ მაქსიმალური ერთობა უზრუნველვყოთ. თქვენ იცით, რომ ჩვენ გამარჯვების პლატფორმა გვაქვს და ცხადია, კარი ნებისმიერი ადამიანისთვის ღიაა, ვისაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა სურს.
tbl.ge/6it2
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას. ნიკა მელიამ ენმ-ში დარჩენის საკითხზე ისაუბრა. მელიას თქმით, პარტიაში ბევრ საკითხთან მიმართებით ფუნდამენტური განსხვავებებია. მელიამ არ გამორიცხა, რომ ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა სხვა პლატფორმიდან მოუწიოთ.
ამავე თემაზე
- შევქმნით "რეფორმატორთა საბჭოს", აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი
- თავმჯდომარეობას აქვს სხვა ბევრი ისეთი ტვირთი, რომელიც მე არ შემიძლია - ჟორჟოლიანი
- ხაბეიშვილი: გაუგებარია ალიანსში "შედი-გადი", იმიტომ გვჭირს, რომ არავინ ვიცით, რას ვაკეთებთ
- თუ თავმჯდომარე გავხდები, ალიანსიდან გამოსვლის საკითხს დავაყენებ - ჟორჟოლიანი
- "არც დავადასტურებ და არც უარვყოფ" – წითლიძე ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობაზე




