ლარის კურსი

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა – 26 სექტემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.51 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 0.56 თეთრით გამყარდა. 26 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6732 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8325 ლარი. ამასთან, ბოლო 6 დღეში ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის 64 750 000 აშშ დოლარი გაყიდა. 

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი - 2.90 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.68 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.85 ლარად.

კომენტარები