რა თქმა უნდა, საფინანსო სექტორი იმოქმედებს საქართველოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, იმ საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც არსებობს. ეროვნულ ბანკში იქნება სტაბილური სიტუაცია. თუ მავანს ჰქონდა წარმოდგენა, რომ ეროვნული ბანკი ვერ შეინარჩუნებდა სტაბილურ განვითარების საშუალებას, ეს ასე არ იქნება. ეროვნულ ბანკში გვექნება სტაბილური სიტუაცია და დაკისრებულ მოვალეობებს, თავის ძირითად მანდატს მაღალ დონეზე შეასრულებს.
ეროვნული ბანკი
მინისტრი: თუ მავანს ეგონა, სებ-ი ვერ შეინარჩუნებდა სტაბილურ განვითარებას, ასე არ იქნება
tbl.ge/6irr
დაკოპირდა

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ნათია თურნავას საგამონაკლისო ბრძანების შემდეგ ეროვნულ ბანკში არსებულ ვითარებაზე.
სებ-ი ოთარ ფარცხალაძის გამო მიღებული ცვლილების შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭოს სამმა წევრმა დატოვა. თანამდებობებზე უარი თქვეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმაც.
ამას გარდა, ეროვნულ ბანკში შეიქმნა უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოზიცია. ნათია თურნავას მრჩევლის პოსტს ამ მიმართულებით მალხაზ ღუღუნიშვილი დაიკავებს.
ამავე თემაზე
- არ წარმოადგენენ ჩვენს მიერ რეგულირებულ სუბიექტებს - სებ დასანქცირებულ კომპანიებზე
- სებ: 60+ ადამიანების თაღლითობისგან დასაცავად სპეციალური ზომები დაინერგება
- თურნავა: ველოდებით, რომ ჩინურ ბანკებთან ჩვენი თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება
- სებ-სა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა – სებ
- რა ხდება "ღია ბანკინგზე" – თენგო კირთაძის კომენტარი




