სომხეთი

ერევნის ყოფილ მერს ფაშინიანის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებენ

ალბერტ ბაზეიანი

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ერევნის ყოფილ მერს, ალბერტ ბაზეიანს, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის მკვლელობის და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში ადანაშაულებენ.

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ალბერტ ბაზეიანსა და კიდევ შვიდ პირს ბრალი ედებათ ხელისუფლების უზურპაციის მომზადებაში.

ამასთან, ბაზეიანის ადვოკატის თქმით, საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ ერევნის ყოფილი მერი ფაშინიანის ფიზიკურ განადგურებას გეგმავდა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. მისივე თქმით, ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

კომენტარები