რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინას ენერგო სისტემის გაძლიერებისთვის 522 მილიონ დოლარს გადასცემს

უკრაინამ და აშშ-მ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის ენერგო სისტემის განვითარებისთვის 522 მილიონი დოლარის გამოყოფას. მემორანდუმის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს აშშ-ს საელჩო უკრაინაში. 

ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით, უკრაინა თავდაპირველად მიიღებს 422 მილიონ ამერიკულ დოლარს ენერგო სისტემის სტაბილურობის გასაზრდელად, ხოლო შემდგომ 100 მილიონ ამერიკულ დოლარს შესაბამისი რეფორმების გასატარებლად. 

აშშ-ს საელჩოს თქმით, ამ დახმარების პაკეტის მთავარი მიზანი უკრაინაში რუსული თავდასხმების შედეგად დაზიანებული ენერგო ინფრასტრუქტურის აღდგენაა. 

კომენტარები