ირანი

თეირანში 30 ბომბი უვნებელყვეს, დაკავებულია ISIS-თან დაკავშირებული 28 ადამიანი

აზერბაიჯანელი პოლიციელი ბაქოში ირანის საელჩოსთან, 2023 წლის 27 იანვარი.
AP Photo/Aziz Karimov

ირანის სახელმწიფო მედია Tasnim-ის ცნობით, ირანელმა სამართალდამცავებმა თეირანში 30 ბომბი გაანეიტრალეს. დაკავებულია 28 ადამიანი, რომლებიც ირანის მხარის მტკიცებით, ისლამურ სახელმწიფოსთან არის კავშირში. ბომბები გამზადებული იყო ერთდროულად ასაფეთქებლად, თეირანის სხვადასხვა ნაწილში. 

"ამ ჯგუფის წევრების ნაწილი არიან ისლამური სახელმწიფოს წევრები, დანარჩენ ნაწილს ჰქონდა კავშირები სირიის, ავღანეთის, პაკისტანის და ერაყის ქურთისტანის ტაკფირულ ჯგუფებთან" - წერია ირანის დაზვერვის სამინისტროს განცხადებაში. 

ამ დაჯგუფებამ აქამდეც აიღო პასუხისმგებლობა ირანში რამდენიმე ტერორისტულ აქტზე, მათ შორის 2017 წელს ირანის პარლამენტთან და აიათოლა ჰომეინის საფლავთან აფეთქებებზე. 

კომენტარები