ხორვატია

საბერძნეთში ფეხბურთის გულშემატკივრის მკვლელობის ბრალდებით ხორვატიაში 9 ადამიანი დააკავეს

Greek City Times

ხორვატიის პოლიციამ ფეხბურთის ცხრა გულშემატკივარი დააკავა, რომლებსაც ევროპის მასშტაბით გასულ თვეს საბერძნეთში, სასიკვდილო ძალადობაში მონაწილეობის გამო ეძებდნენ.

ხორვატიის სახელმწიფო ტელევიზიაში გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთმა ზაგრების საფეხბურთო კლუბის დინამოს 10 გულშემატკივარზე დაკავების ორდერი გასცა, მაგრამ ერთი მათგანი კვლავ თავისუფალია.

Bad Blue Boys-ის ფან-ჯგუფის წევრები ეჭვმიტანილები არიან აგვისტოში ათენში მომხდარ ძალადობაში მონაწილეობის გამო, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. 

ათობით სხვა ხორვატი ფეხბურთის გულშემატკივარი უკვე დააკავეს საბერძნეთში ძალადობის გამო, რომლის დროსაც საბერძნეთის 29 წლის მოქალაქე ათენის სტადიონთან სასიკვდილოდ დაჭრეს, რამაც ზაგრების დინამოსთან ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი მატჩის გაუქმება გამოიწვია. ამასთან, შემთხვევისას ათი ადამიანი დაშავდა.

კომენტარები