ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პრორუსმა კანდიდატმა, მოქმედმა პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა გაიმარჯვა.
მილანოვიჩმა ამომრჩეველთა ხმების 49.09% მოიპოვა. მეორე ტურში მისი მეტოქე მეცნიერების ყოფილი მინისტრი დრაგან პრიმორაცი იქნება, რომელმაც ხმების 19.35% აიღო.
ხორვატიის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 2025 წლის 12 იანვარს ჩატარდება.
მილანოვიჩი უკრაინისთვის ევროკავშირისა და NATO-ს დახმარების კრიტიკოსია. ხორვატიაში პრეზიდენტს კანონპროექტებზე ვეტოს დადება არ შეუძლია, თუმცა ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, თავდაცვასა და უსაფრთხოების საკითხებში გავლენა აქვს.





