ხორვატია

ხორვატიის ვიცეპრემიერი მანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღის სროლის ვიდეოს გამო გადადგა

ხორვატიის ვიცეპრემიერი 18 იანვარს თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ ივრის ვიცეპრემიერი მოძრავი მანქანიდან ცეცხლასროლი იარაღით.

42 წლის პოლიტიკოსის თქმით, ვიდეო გადაღებულია წლების წინ, იქამდე, სანამ ის მინისტრის თანამდებობას დაიკავებდა.

იოსიპ დაბრო ასევე ხორვატიის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობასაც იკავებდა.

ვიცეპრემიერმა, რომელიც მემარჯვენე ნაციონალისტური პარტიის ერთ-ერთი წამყვანი წევრია, თავის Facebook პოსტში დაწერა, რომ თანამდებობას "მორალური მიზეზებიდან გამომდინარე" ტოვებს.

"მესმის, რომ ეს გარემოებები დამატებითი ტვირთია მთავრობისა და ჩემი პარტიისთვის. ჩემმა პირადულმა სიტუაციამ არ უნდა შეაფერხოს მთავრობის და სამინისტროს სამუშაოები და არ უნდა გადადოს აუცილებელი რეფორმები" - წერს დაბრო თავის გადადგომის განცხადებაში.

როგორც წერს გამოცემა Bloomberg, ვიდეოზე ასახული სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ვიდეო, სავარაუდოდ, აღმოსავლეთ ხორვატიის ერთ-ერთ სოფელშია გადაღებული.

ვიდეოში, რომელიც ამ კვირაში საჯაროდ გაზეთმა Jutarnji List გამოაქვეყნა, ჩანს, რომ მინისტრი მოძრავი მანქანიდან, ხმამაღალი მუსიკის ფონზე ცეცხლსასროლი იარაღით სიბნელეში ისვრის.

ხორვატიის პრემიერმინისტრის ანდრეი პლენკოვიჩის პარტიის მმართველობის პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ბრალდებებით უკვე ათზე მეტი მინისტრი გადადგა.

კომენტარები