პუტინის რუსეთი

მარგარიტა სიმონიანი: რომ არა რუსეთი, სომეხი ერი დიდი ხნის წინ განადგურდებოდა

Russia Today-ს რედაქტორი და კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი სომხეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. სიმონიანი პირდაპირ ეთერში პუტინის კიდევ ერთ პროპაგანდისტს, ვლადიმირ სოლოვიოვს ჩაერთო.

"სომეხ ხალხს ფაშინიანი არ აურჩევია. მე სომეხი ვარ, ჩემი ქმარი ტიგრანიც, რუსეთში გაცილებით მეტი სომეხი ცხოვრობს, ვიდრე სომხეთში, გარდა ამისა, სომხეთის სრულ მოსახლეობასაც არ აურჩევია ფაშინიანი. ჩემს გარშემო ყველამ თავიდანვე იცოდა რომ ფაშინიანი იუდა და დამპალია. [...] დედა რუსეთს მადლობის ნიშნად უნდა დავუჩოქოთ იმისთვის, რომ სომეხი ერი თავის დროზე გადაარჩინა, როდესაც სომხეთი საკუთარი ნებით, მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. დიდი ხნის წინ განადგურდებოდა მთელი ხალხი, რომ არა რუსეთი". – ამბობს სიმონიანი.


19 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე "ანტიტერორისტული ოპერაცია" დაიწყო. ოფიციალური სომხეთი კონფლიქტში არ ჩაერია. შედეგად, ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 24 საათში დანებდა

სომხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, აღარ ჩარეულიყო ყარაბაღის კონფლიქტში, მოსახლეობის ნაწილი პროტესტით შეხვდა. ერევანში 19 სექტემბრიდან აქციები მიმდინარეობს, მომიტინგეები პრემიერმინისტრ ნიკოლა ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. მომიტინგეთა ნაწილი რუსეთის საელჩოსთან შეიკრიბა. აქციებზე რამდენიმე მოქალაქემ დახია რუსული პასპორტი, მიტინგებზე პერიოდულად სკანდირებენ - "Путин Хуило", "Лавров Сука".

22 სექტემბრის მონაცემებით, პოლიციამ საპროტესტო აქციაზე 80-ზე მეტი მომიტინგე დააკავა.

კომენტარები