ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აშშ-ში

ღარიბაშვილი აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი და ჯეიკ სალივანი
საქართველოს მთავრობა

Საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა.

Საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობის გამტკიცებაზე და ამ მხრივ გადასადგმელ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე. Მათივე ცნობით, "ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა გლობალური გამოწვევების ფონზე ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას”.

"შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩის დროულად ჩამოსვლის მნიშვნელობას. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება ახალ ელჩად რობინ დანიგანის დანიშვნას, რომელთანაც საქართველოს მთავრობა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერების მიზნით აქტიურ და მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს." - წერს საქართველოს მთავრობა.

კომენტარები