ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აშშ-ში

უილიამ კორტნი: დასავლეთში ბოლოს დროს მომხდარ მოვლენებს განიხილავენ, როგორც უკუსვლას

tvfree.ge

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი, დღეს ირაკლი ღარიბაშვილთან ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდა და ის "ამერიკის ხმასთან" შეაფასა.

უილიამ კორტნიმ ისაუბრა, რა განწყობები აქვთ დასავლეთში საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

"დასავლეთში არსებობს შეშფოთება, [საქართველოს] დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით, კერძოდ - დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამო 20-21 ივნისს, მათ შორის - რეზინის ტყვიების გამოყენება. ასევე, რამდენიმე დღის წინ ძალადობაზე და წყლის ჭავლის გამოყენებაზე. ეს არ მოდის შესაბამისობაში იმასთან, რასაც ადამიანები დასავლეთში მოელიან საქართველოსგან. ისინი ფიქრობდნენ, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება ამ ეტაპს გასცდა.

დასავლეთში არსებობს კითხვები და შეშფოთება. ასევე არსებობს რწმენა, რომ საქართველო არის დემოკრატიულ გზაზე, თუმცა ისინი განიხილავენ ამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, როგორც უკუსვლას. დასავლეთში ამ მოვლენებს აღიქვამენ, როგორც ნიშანს, რომ ხალხსა და მთავრობას შორის უფსკრული გაღრმავდა. შესაძლოა მთავრობა ვერ ხედავს, თუ როგორი ფართოა ეს სიცარიელე ხალხისა და მთავრობის მოლოდინებს შორის", - თქვა იულიამ კორტნიმ.

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. დღეს მედიებთან საუბარში მან თქვა, რომ ამერიკელებს გულწრფელად აუხსნა, რომ პრობლემები ყველა ქვეყანაში არის.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და მკვლევრებთან გამართა, სწორედ ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა უილიამ კორტნიც.

კომენტარები