გაერთიანებული სამეფო

გაერთიანებულ სამეფოში 5 პირს რუსეთისთვის ჯაშუშობაში ბრალი წარედგინება

გაერთიანებულ სამეფოში 5 პირს რუსეთისთვის ჯაშუშობაში ბრალი წარედგინება. ინფორმაციას ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს. 

აღნიშნულ პირებს შორის ეროვნებით ყველა ბულგარელია, მათგან 3 კაცი და 2 ქალია. 

პრუკორურის ოფისის სპეციალური დანაშაულებისა და ტერორიზმის საწინააღმდეგო განყოფილების უფროსის, ნიკ პრაისის თქმით, 5 დაკავებულ პირს ბრალად წარედგინებათ 2020 წლის 30 აგვისტოდან 2023 წლის 8 თებერვლის პერიოდში ინფორმაციის მოგროვების მცდელობა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად იქნებოდა მტრისთვის სასარგებლო და ხელს შეუწყობდა სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებში.

დაკავებულები სასამართლოს წინაშე 26 სექტემბერს წარდგებიან.

 

კომენტარები