20 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს მოუწოდა წარმოადგინოს მისი ხედვა, თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი და დაისადგუროს მშვიდობამ უკრაინაში.
ზელენსკიმ ეს კითხვები CNN-ის ეთერში, ვოლფ ბლიცერთან ინტერვიუში დასვა. 19 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ისაუბრა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი სამშვიდობო გეგმა, რომელიც მოიცავს კიევის მიერ ტერიტორიების დათმობას მიუღებელია.
დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. რესპუბლიკელ ამომრჩევლებში ჩატარებული წინასწარი გამოკითხვებით ის სხვა კანდიდატებს მნიშვნელოვანი უპირატესობით უსწრებს.





