ოთარ ფარცხალაძე

ბერაია: აბსურდია, რომ საქართველოს მოქალაქეზე სანქციების გავრცელება კონსტიტუციას არღვევს

ახლა ბევრს შეიძლება გაეცინოს რა დროს რეალური კონსტიტუციური არგუმენტებიაო, მაგრამ ისე სხვათა შორის რომ დავწეროთ, აბსოლუტური აბსურდია არგუმენტი იმასთან მიმართებით, რომ საქართველოს მოქალაქესთან მიმართებით სანქციების ავტომატური გავრცელება კონსტიტუციით გათვალისწინებულ უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ არა.

თვითონ კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომ კონსტიტუციური უფლებები იგივე შინაარსით ვრცელდება მოქალაქეებზე როგორც არამოქალაქეებზე, რამდენიმე გამონაკლისის გარდა ( კონსტიტუციური სოციალური გარანტიები, საარჩევნო უფლებები, კიდევ რამდენიმე). უდანაშაულობის პრეზუმფციის კონსტიტუციური უფლების მიზნებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს წესი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე თუ არამოქალაქეზე. მის იურისდიქციის ფარგლებში მყოფი პირების მიმართ სახელმწიფოს აქვს ერთი და იმავე ტიპის ვალდებულება ამ კონტექსტში მოქალაქეობის მიუხედავად. ასე რომ ეგ წესი თუ არაკონსტიტუციურია მოქალაქეების მიმართ, ასევე არაკონსტიტუციურია არამოქალაქეების მიმართ, რითაც სრულ აბსურდამდე მიდიან.

კიდევ ერთხელ ბოდიში ამ რეალობაში სამართლებრივი არგუმენტის სერიოზული სახით შემოტანისთვის.

 წერს იურისტი გიორგი ბერაია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის პირადი ანგარიშების გაყინვას საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას უწოდებს

კომენტარები