ოთარ ფარცხალაძე

ბოკერია ფარცხალაძეზე: სებ-ის გადაწყვეტილება ბანკებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ, რომ ბანკებისთვის არის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი. თუ ასეთ ნაბიჯს არ  გადადგამენ, ისინი საერთაშორისო სისტემის ნაწილი არიან და იქიდან გაითიშებოდნენ ან იქ დაეკისრებოდათ მათ სანქცია. ივანიშვილის რეჟიმის სახე ჩანს ამ ვითარებაში ფარცხალაძის ამ ღია და უტიფარ დაცვაში. დასკვნა ერთადერთია, რაც ყველა მოქალაქემდე უნდა მივიტანოთ, გამოძიების მოთხოვნა და მოლოდინი არ არის რამის მომტანი, რადგან ფარცხალაძე არის მათი სახე და მხოლოდ ამ რეჟიმის მთლიანად დემოკრატიულად გამოცვლა უშველის საქართველოს ისტორიის ამ ძალიან მნიშვნელოვან და სახიფათო მომენტში.

ევროპული საქართველოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია ეხმაურება ქართული ბანკების მიერ ოთარ ფარცხალაძის ყველა ანგარიშის გაყინვას. აღნიშნულს წინ უძღვოდა 14 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორისთვის სანქციების დაწესება.

კომენტარები