რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსულმა არტილერიამ ხერსონი დაბომბა, დაღუპულია პოლიციის თანამშრომელი

რუსულმა არტილერიამ ხერსონი დაბომბა. ერთ-ერთი ჭურვი ტროლეიბუსს მოხვდა, დაღუპულია პოლიციის სერჟანტი.

"დილით ხერსონში საარტილერიო დაბომბვის შედეგად პოლიციის 49 წლის სერჟანტი დაიღუპა, კიდევ ორი მოქალაქე მძიმედ არის დაჭრილი. მტრის ჭურვი ტროლეიბუსს მოხვდა". – განაცხადა ხერსონის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ალექსანდრ პროკუდინმა.

ტროლეიბუსის გარდა ცეცხლი გაუჩნდა 1000 კვადრატული მეტრის ზომის საწყობს. ადგილზე მუშაობს სახანძრო სამსახური.

რუსეთი ყოველდღიურად ბომბავს უკრაინის ტერიტორიას, განსაკუთრებით კი დეოკუპირებულ რეგიონებს.

კომენტარები