რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბახმუტის მახლობლად რუსების თავდაცვის ხაზი გაირღვა – სირკსი

GETTY IMAGES

უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდლის, გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკის ცნობით, ბახმუტის მახლობლად ბრძოლა კვლავ გრძელდება. უკრაინელებმა შეძლეს რუსების თავდაცვის ხაზის გარღვევა და 3 რუსული დანაყოფის განადგურება.  

"სასტიკი ბრძოლები ბახმუტის რეგიონში გრძელდება. გასულ კვირას ანდრეევკასა და კლიშჩეევკას დასახლებების დაკარგვის შემდეგ, მტერი უამრავ კონტრშეტევას ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით და წარუმატებლად ცდილობს დაკარგული პოზიციების დაბრუნებას. ერთი შეხედვით, ეს პატარა დასახლებები მტრის თავდაცვითი ხაზის მნიშვნელოვანი ელემენტები იყო, რომელიც ბახმუტიდან გორლივკამდე იყო გადაჭიმული". - ამბობს სირსკი.


შეგახსენებთ, 14 სექტემბრის მძიმე შეტაკებებიდან ერთი დღის შემდეგ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელი ანდრეევკა გაათავისუფლეს. 17 სექტემბერს კი უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებით სოფელი კლიშჩეევკა დაიბრუნეს.

 

 

კომენტარები