ვხედავთ, რომ ამ შემთხვევაშიც მტკიცებულებები არ არსებობს, შესაბამისად ჩვენთვის რთულია ამ თემაზე რეაგირება. როდესაც ასეთი ინფორმაცია ვრცელდება და როდესაც ასეთი მძიმე ბრალდებები ვრცელდება, საუბარია ФСБ-ს აგენტობაზე და იმაზე, რომ ეს ადამიანი ქართულ საზოგადოებაზე ახდენს ჭარბ და არასწორ გავლენას. როდესაც ასეთი ბრალდებები ჟღერდება, მას წესით უნდა მოჰყვეს მტკიცებულებები. თქვენ გახსოვთ მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების დროს არავითარი მტკიცებულება არ გამოქვეყნებულა. აქაც იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რაც ჩვენ გვირთულებს რეაგირებას. რა თქმა უნდა, ზოგადად, საჭიროა ასეთ დროს მტკიცებულებების გამოქვეყნება. ეს იქნებოდა სწორი დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების მიმართ. როდესაც მტკიცებულებები არ ქვეყნდება, ეს რა თქმა უნდა შემაშფოთებელია.
ოთარ ფარცხალაძე
კობახიძე ფარცხალაძის დასანქცირებაზე: შემაშფოთებელია, როდესაც მტკიცებულებები არ ქვეყნდება
tbl.ge/6ibt
დაკოპირდა

ქართული ოცნების თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას.
ამავე თემაზე
- ვაშაძე: ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შენარჩუნება მას პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს
- იონათამიშვილი ზურაბიშვილზე: ის საკუთარ პოზიციებშიც დაკარგულია
- ადმინისტრაცია: საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს
- გვარამია: ზურაბიშვილის გადაწყვეტილება სამართლებრივად უშედეგო და არაკონსტიტუციურია
- გვარამია ფარცხალაძეზე: ახლა ვერც დასავლეთს ეტყვი, გაიქცა, ექსტრადიციას ვერ მოვითხოვო