პრეზიდენტის იმპიჩმენტი

ზარქუა პრეზიდენტს: ახლა რომ ჩაერთე, ბიჯო, არავინ გეკითხება, შენი მანდატი ეს არ არის

ახლა რომ ჩაერთე, ბიჯო, არავინ გეკითხება, შენი მანდატი ეს არ არის და მაინც კონსტიტუციის დარღვევით ერთვები ამ საქმეში, რა არის ეს. თან აქ საუბრობ, რომ არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს ეს ხელისუფლება. ეს არ არის მხარდამჭერი განცხადება პრეზიდენტისგან. გვაქვს საფუძველი, გონივრული საფუძველი, რომ ვუთხრათ, მოდით რა, ქალბატონო, დაისვენეთ რა, იყავით ამ სასახლეში, სადაც ხართ. სადაც ამდენი ხანი არ გასულხარ, არ დაინტერესებულხარ, მოდი, რა, ახლაც დაისვენე, რა, ნუ გააფუჭებ საქმეს.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცესის შესახებ. 

შეგახსენებთ, რომ ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტის იმპიჩმენტი 1 სექტემბერს დააანონსა, კონსტიტუციური წარდგინება კი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს 14 სექტემბერს ოფიციალური რეგისტრაციის შემდეგ გადაეცა

კომენტარები