.საქართველო-უკრაინა

პაპუაშვილი: უკრაინის სადაზვერვო სამსახური ჩვენს ქვეყანაში გვიწყობს არეულობას

პუტინის სტილში მოქმედებს უკრაინის დაზვერვის უფროსის მოადგილე, რომელიც სხვა ქვეყანაში აწყობს არეულობას. ეს არის პუტინიზმი სინამდვილეში. ყველაზე დიდი ტრაგედია იმაშია, რომ რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინაში, უკრაინის ზოგიერთი მაღალჩინოსანი თავის მხრივ ცდილობს, რომ გააკეთოს საქართველოში...

დაზვერვის უფროსის მოადგილე უკვე მეორეჯერ იქნა მხილებული და რომელიმე ენჯეო ამ ქვეყანაში ოდესმე გაბედავს, რომ დადგეს თავის ქვეყნის მხარეს და არა, ამ შემთხვევაში, უკრაინის დაზვერვის მხარეს? რომელიმე პოლიტიკოსი ოპოზიციაში გაბედავს, დადგეს თავისი ქვეყნის მხარეს და არა უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის მხარეს?

ქვეყანა, რომელიც დღეს არის ომში, უკრაინა, ქვეყანა, რომელსაც საქართველო ასეთ სოლიდარობას უცხადებს, იმ ქვეყნის სადაზვერვო სამსახური ჩვენს ქვეყანაში გვიწყობს არეულობას. ამაზე მეტი სკანდალი რა უნდა იყოს?

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი" ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს.

კომენტარები