საქართველო-ევროკავშირი

კალაძე: აღმოჩნდა, რომ თუ ფულს გადაიხდი, ნებისმიერი რეზოლუციის მიღება შესაძლებელია

რაც შეეხება იმ ბინძურ პროპაგანდას, რაც ვნახეთ, ყველასთვის ცნობილი გახდა,
რომ ეს იყო კონკრეტული თანხების სანაცვლოდ, ლობიზმის შედეგად მიღებული რეზოლუციები. ეს სამწუხარო რეალობაა და მინდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ვუთხრა - მეგობრებო, ეს ევროპა არ არის. ევროპული მომავალი და ის, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით, ეს არაა. რაც ჩვენ ვნახეთ, არის სიბინძურე. ნამდვილი ევროპა და ევროპული მომავალი არის ღირებულებებსა და ფასეულობებზე
დაფუნძნებული, ეს არის სამართლიანობა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვნახეთ, რომ არ არსებობს და ეს ყველაფერი ძალიან დიდი სიბინძურეა. აღმოჩნდა, რომ თუ ფულს გადაიხდი, შესაძლებელია ნებისმიერი რეზოლუციის მიღება. ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან, სამწუხაროა, ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში გაკეთებული სამარცხვინო განცხადებები და როდესაც ჩვენ ამას ვპასუხობთ და სიმართლეს ვიცავთ, თავდასხმას უწოდებთ, თუმცა, ქვეყნის მოსახლეობა რეალურად ხედავს რეალობას.

თქვა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები