რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ულიანოვსკის 31-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის პოლკოვნიკი მოკვდა

ანდრეი კონდრაშკინი

რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალებში შემავალი ულიანოვსკის 31-ე ცალკეული გვარდიული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის პოლკოვნიკი, ანდრეი კონდრაშკინი მოკვდა. ინფორმაცია საკუთარ ტელეგრამ-არხზე ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუვლიკაში როსგვარდიის მეთაურის მოადგილემ, ალექსანდრ ხოდაკოვსკიმ დაწერა.

ხოდაკოვსკი გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერდა, რომ ის კონდრაშკინთან ახლოს იყო. მას არ დაუსახელებია დამატებითი დეტალებით, თუ სად და რა ვითარებაში მოკვდა რუსი პოლკოვნიკი.

სავარაუდოდ, კონდრაშკინი უკრაინაში მოკვდა.

ეს ერთ კვირაში რუსეთის მიერ დაკარგული მეორე პოლკოვნიკია. აქამდე, გასულ დღეებში გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინაში რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების 247-ე პოლკის მეთაური, ვასილი პოპოვი მოკლეს.

კომენტარები